როგორც ჩანს, მილიარდობით დოლარი მოიპარეს USAID-სა და სხვა სააგენტოებში -დონალდ ტრამპი

3
spot_img

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ მედიაში გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ USAID-სა და სხვა სააგენტოებში მილიარდობით დოლარი იყო მოპარული.

მისი თქმით, ამ თანხის დიდი ნაწილი გადაეცა მედიასაშუალებებს, რათა მათ „დემოკრატების“ შესახებ პოზიტიური სტატიები შეექმნათ.

„როგორც ჩანს, მილიარდობით დოლარი მოიპარეს USAID-სა და სხვა სააგენტოებში. ამ თანხის დიდი ნაწილი გადაეცა „ფეიკ ნიუს“ მედიას, როგორც „ანაზღაურება“ „დემოკრატების“ შესახებ კარგი სტატიების შესაქმნელად“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ეს შესაძლოა იყოს ყველაზე დიდი სკანდალი ისტორიაში, რომელსაც „დემოკრატები“ ვერ გაექცევიან.