როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

144
spot_img

30 იანვარს ქუთაისში +11 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი -2 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -12 ბათუმშიც გამოიდარებს. დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდევი. +10 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით 0 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი -16 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მზიანი ამინდი.

ჭიათურაში უნალექო დღე და +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი ტემპერატურა -6 გრადუსი იქნება. ახალციხეში დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -12 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +4, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით -1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -15 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც უნალექო დღეა. დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში დღე -1 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -18 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია თოვლი. მოთოვს ომალოშიც. დღისით -1, ღამით კი -18 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც თოვლიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +4 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც მოთოვს. დღისით +1 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -6 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში დღისით +4 გრადუსი, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი. სიღნაღში დღისით +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -4 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

რუსთავში დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.

თბილისშიც ითოვებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -2 გრადუსი იქნება.