როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

15
spot_img

10 თებერვალს ქუთაისში +11 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი -2 გრადუსი იქნება. ოზურგეთში უნალექო ამინდია ნავარაუდევი. დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -1. ბათუმში დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით 0 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

მზიანი დღეა ფოთში. დღისით +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -2 გრადუსია ნავარაუდევი. მზიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც. +10 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +0 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +2 გრადუსი იქნება, ღამით კი -15 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის. ამბროლაურში დღეს ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება. აქაც, დღე უნალექოდ ჩაივლის.

მზიანი ამინდია ჭიათურაშიც. დღისით +10 გრადუსი, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -14 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +4 იქნება, ღამით კი -11 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით -1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -16 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში უნალექო დღე იქნება. დღისით +5 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -9 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში მზიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით ჰაერს ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -9 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც მზიანი დღეა. დღის განმავლობაში -3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -12 გრადუსი იქნება. ომალოშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით -1, ღამით კი -12 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში უნალექო დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. +3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -5 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +4 გრადუსი, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -5 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში მზიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -4 გრადუსი იქნება.