
რამდენჯერ გვქონია შემთხვევა, თითქოს, ჩვენი ტვინი შეფერხებით მუშაობს? გვავიწყდება მარტივი სიტყვები, შესასრულებელი დავალებები, ჩვენი საყვარელი ნივთების ადგილმდებარეობა, ძვირფასი ადამიანების დაბადების დღეები – მნიშვნელოვანი თარიღები. ამას ემატება უგუნებობა და უენერგიობა, მოდუნებული სხეული და მუდმივი დაღლილობის განცდა, რასაც დამატებითი ჭიქა ყავაც ვეღარ შველის. ცხოვრების აჩქარებული ტემპი, სამსახურისა თუ სახლის პასუხისმგებლობები, სოციალურ-ფინანსური გამოწვევები, არაჯანსაღი ცხოვრება, არასრულფასოვანი ძილი, მუდმივი დიეტები ან არასწორი კვება პირდაპირ ნეგატიურად მოქმედებს ჩვენი ნერვული სისტემის გამართულ ფუნქციონირებაზე. ეს ყველაფერი კი ჩვენს მენტალურ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად აზიანებს.
ნერვული სისტემა ნერვებისა და უჯრედების რთული „ქსელია“, რომელიც ჩვენს ორგანიზმს გარე სამყაროსთან აკავშირებს. სწორედ მასზეა დამოკიდებული ტვინის ფუნქციონირება, აზროვნება, ფიქრი, დასწავლა, დამახსოვრება, შინაგანი ორგანოების გამართული ფუნქციონირება, კუნთების მუშაობის კონტროლი და ა.შ. სწორედ ამიტომ, ჯანსაღი ნერვული სისტემის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია.
როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს, როცა ჩვენი ნერვული სისტემა „შველას“ ითხოვს?
ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირება დიდწილად ჩვენი ცხოვრების წესითა და კვებითი რაციონით განისაზღვრება. ტვინს ნორმალური მუშაობისთვის მუდმივად სჭირდება ვიტამინები და მინერალები, რომელთა მთავარი წყარო საკვები პროდუქტებია. თუმცა, რაც არ უნდა დაბალანსებული ან ჯანსაღი იყოს კვება, ხშირად ვერ ვიღებთ საკვებიდან იმ აუცილებელ მიკროელემენტებს, რომლებიც დადებითად მოქმედებს ტვინის ფუნქციონირებაზე და ნერვული სისტემის სტაბილურობაზე. ასეთ დროს დამატებითი ბუნებრივი საშუალებების ჩართვა კვებით რაციონში კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
ტვინის მუშაობასა და ნერვული სისტემის სტაბილურობისთვის ერთ-ერთი ფუნდამენტური როლი B ჯგუფის ვიტამინებს უკავია. მათი კომპლექსური მოქმედება (განსაკუთრებით B1, B6 და B12) მნიშვნელოვან პოზიტიურ გავლენას ახდენს კოგნიტურ ფუნქციებზე (უმჯობესდება დამახსოვრების, დასწავლის, ანალიზის უნარი და სხვ.). ასევე, B ჯგუფის ვიტამინების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია უჯრედული ენერგიის (ATP) გამომუშავებაში მონაწილეობაა. სწორედ ამიტომ, B ჯგუფის ვიტამინების მიღება გვავსებს „სასიცოცხლო ენერგიით“, გვიხსნის დაღლილობის შეგრძნებას და ა.შ.
სწორად შერჩეული ვიტამინებისა და მინერალების ყოველდღიური მიღება შეიძლება გახდეს ყველაზე მარტივი, ეფექტური და ბუნებრივი გზა, რომელიც ნერვული სისტემის გამართულ ფუნქციონირებას შეუწყობს ხელს და მნიშვნელოვნად გაგვიუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს.
სწორედ ასეთი კომპლექსური, ბუნებრივ კომპონენტებზე დამზადებული საშუალება გახლავთ GM PHARMA-ს გერმანული წარმოების (WeltPharma) ბიოლოგიურად აქტიური დანამატი – ცინკოვიდი ნეირო. მასში თავმოყრილია მაღალი კონცენტრაციით B ჯგუფის ვიტამინების პრაქტიკულად სრული სპექტრი (B1, B2, B3, B5, B6, B7, B9, B12), მაგნიუმი, თუთია, C და D3 ვიტამინები. ვიტამინებისა და მიკროელემენტების აღნიშნული კომბინაცია უზრუნველყოფს მეხსიერების, კონცენტრაციის უნარის, ემოციური სტაბილურობისა და ენერგიულობის შენარჩუნებასა თუ გაუმჯობესებას.
ცინკოვიდი ნეირო წარმოდგენილია სასიამოვნო, ფორთოხლის გემოს მქონე შუშხუნა ტაბლეტებით, რომლებიც მაღალი ბიოშეღწევადობით ხასიათდება. შესაბამისად, ადვილად აითვისება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, სწრაფად და ეფექტურად აღადგენს ორგანიზმში B ჯგუფის ვიტამინების, C ვიტამინის, D3 ვიტამინისა და მაგნიუმის ბალანსს და ხსნის მათი დეფიციტისათვის დამახასიათებელ სიმპტომებს (გონებრივი თუ ფიზიკური გადაღლა, მეხსიერების, კონცენტრაციის პრობლემა, დაღლილობა, გაღიზიანებადობა ან უგუნებობა, ჩხვლეტა-დაბუჟების შეგრძნება კიდურებში და ა.შ.).
მიღების წესი: ცინკოვიდი ნეირო მიიღება მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან: 1 ტაბლეტი დღეში, ერთჯერადად, იხსნება 200 მლ გრილ წყალში.
იზრუნეთ ნერვული სისტემის ჯანმრთელობაზე ცინკოვიდი ნეიროსთან ერთად!
(R)