როგორ შეიძლება, რაიმე კავშირი ჰქონდეს ევროპულ ღირებულებებთან ადამიანს, რომელიც ახსენებს მაიდანს და ფრჩხილებში ამბობს, ძალადობა არ გინდათო, მაიდნებს რომ აწყობს ხალხი, კარგად იციან, რა ხდება იქ-შალვა პაპუაშვილი

3
spot_img

ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი, რომელიც წახალისდა, მათ შორის, ეგრეთ წოდებული ევროპელი პოლიტიკოსების მოწოდებებით, პირდაპირ მაიდანიზაციისკენ მოგვიწოდებდნენ, მოუწოდებდნენ ქართველ ხალხს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის სახლთან გამართულ საპროტესტო აქციაზე დაუსვეს კითხვა.

„როგორ შეიძლება, საერთოდ ისაუბრო, რომ რაიმე კავშირი აქვთ ევროპულ ღირებულებებთან ადამიანებს, ამ შემთხვევაში, შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელს, ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელიც ახსენებს მაიდანს და იქვე ფრჩხილებში ამბობს, ოღონდ ძალადობა არ გინდათო? მაიდანებს რომ აწყობს ხალხი, შემდეგ რა ხდება იქ, ძალიან კარგად იციან. ასეთი უპასუხისმგებლოა ზოგიერთი ევროპაში და ამ შვიდეულის აქციაზე ხილვით ვნახეთ კიდეც, რასთან გვაქვს საქმე. სხვათა შორის, ერთ-ერთი ამ დელეგაციიდან, მერვე ადამიანი არ იყო აქციაზე, ესეც ნიშანდობლივია, როგორც ჩანს, ზოგი უფრო საღად უყურებს პროცესებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.