ქრონიკის“ მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ დალუქული შენობა აღმაშენებლის 75 ნომერში შპს „მისანს“ ეკუთვნის, რომლის 25 პროცენტს გიორგი ვაშაძის ძმა – დავით ვაშაძე ფლობს.
დოკუმენტებით ირკვევა, რომ ვაშაძის კომპანიამ ფართი, 4000 ლარად „შპს ლაიონს შვიდი გრუპს” მიაქირავა. მხარეებმა ხელშეკრულება 2023 წლის 13 აპრილს ერთი წლის ვადით გააფორმეს.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, მეიჯარე კომპანიის 100%-იან წილს დავით არახამიას ძმა, მიხეილ არახამიაა ფლობს. ასე გაჩნდა, ე.წ. ქოლცენტრების საქმეში, ვაშაძე – არახამიას გვარები.
საქმეს ახლა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს, ოპოზიცია კი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ისევ ითხოვს.
5 მაისს სამართალდამცველებმა აღმაშენებლის გამზირზე ე.წ. ქოლცენტრი აღმოაჩინეს.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ოფისში მოქმედებს ე.წ. ქოლცენტრი, რომელიც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს და უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელს, დავით არახამიას ეკუთვნით.