როგორ ხარ მეგობარი, თუ რუსეთთან და ბელარუსთან ერთად მომიხსენებ?!, – განაცხადა ბოდბელმა მიტროპოლიტმა, იაკობმა სადღესასწაულო ქადაგებისას.
მეუფე იაკობმა 2008 წლის ომის შედეგები გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა ომის შედეგად გარდაცვლილი გმირები მიატოვეს და ფრონტიდან მათი გამოყვანა მხოლოდ პატრიარქმა ილია მეორემ და სასულიერო პირებმა ითავეს.
„როგორ ხარ ჩემი ან პარტნიორი, ან მეგობარი თუ წახვალ-წამოხვალ და რუსეთთან და ბელარუსთან ერთად მომიხსენიებ?! 2008 წლის ომის შემდეგ, თვითონ მაქვს ნანახი, რუსეთის მხარეს როგორ იდექი და როგორ ქილიკობდი ქართველების მიმართ, ჩვენი დაღუპული, გმირი ბიჭების მიმართ. ეკლესიას უფლება აქვს ილაპარაკოს, რადგან 2008 წელში მაშინდელი სამარცხვინო ხელისუფლების მოთავეებმა, პრეზიდენტიდან დაწყებული, თავდაცვის მინისტრი კეზერაშვილი იყო, მიატოვეს ბიჭები და პატრიარქმა გამოიყვანა იქიდან. თავი დავიმცირეთ, რუსეთის წინააღმდეგ შევედით, რომ ჩვენი ბიჭები იქ არ დაგვეტოვებინა“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.