“როდესაც მძიმე შლეიფი მოგყვება, მოკრძალებულად ან საერთოდ არ ისაუბრო ისეთ თემებზე, რომლებზედაც ყოველთვის წამოყოფს თავს შენი წარსული”

72
spot_img

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „ქრონიკის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ ინფორმაციას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია იმ უძრავი ქონების ჩამონათვალი, რომელიც „თიბისი ბანკმა“ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მმართველობის პერიოდში გაყიდა ან შეიძინა.

ანალიტიკოსი მამუკა ხაზარაძის შესახებ წერს, რომ პოლიტიკაში ყოფნამ, ჩანს ვერაფერი ასწავლა.

„როდესაც ასეთი მძიმე და მწარე შლეიფი მოგყვება, ცოტა მოკრძალებულად ან საერთოდ არ ისაუბრო ისეთ თემებზე, რომლებზედაც ყოველთვის წამოყოფს თავს შენი წარსული. პოლიტიკაში ყოფნამ, ჩანს ვერაფერი ასწავლა“, – წერს ანჯაფარიძე ფეისბუკზე.