როდესაც საუბარია [არჩევნების] გაყალბებაზე, ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ბრალდებებს უნდა ჰქონდეს შესაბამისი მტკიცებულება და ფაქტები.
„როდესაც ისმის ბრალდებები, ამ ბრალდებებს უნდა ჰქონდეს შესაბამისი მტკიცებულება და ფაქტები. როდესაც საუბარია [არჩევნების] გაყალბებაზე, ეს არის
ძალიან მძიმე ბრალდება. როდესაც საუბარია გაყალბებაზე, ამ დროს უნდა მოხდეს შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენა, ფაქტის დადგენა და შესაბამისი ზომების მიღება სათანადო ორგანოების მხრიდან.“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
კალანდარიშვილის თქმით, თუ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები იარსებებდა, შესაბამისი უწყებები კანონის შესაბამის და სათანადო ზომებს მიიღებდნენ.
„საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ თუნდაც არჩევნების დღიდან მალევე ან ამ ერთი თვის განმავლობაში მათ აქვთ რაიმე მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ სადმე რაიმე მანიპულაციას ჰქონდა ადგილი, საარჩევნო ადმინისტრაცია იყო ის უწყება, რომელსაც არჩევნების ჩატარებიდან რამდენიმე დღეში ზუსტად ასეთ გაჟღერებულ ბრალდებებთან მიმართებაში თავად მიმართა საქართველოს პროკურატურად იმ მიზნით, რომ მათ მოეხდინათ სათანადო გამოკვლევები მათი კომპეტენციის ფარგლებში და უზრუნველყოთ საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება.
ასევე, იმ შემთხვევაში თუ იარსებებდა კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, განეხორციელებინათ კანონის შესაბამისი სათანადო ზომები. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ არ დაზიანდეს პოსტსაარჩევნო პერიოდი უსაფუძვლო და მტკიცებულებების გარეშე ბრალდებებით“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.