,, როდესაც გაიგეს, რომ მოვიწვიეთ ეუთო/ოდირი, უფრო გაათმაგებულად შეუტიეს „ქართული ოცნების“ შტაბებს”- ირაკლი ჭეიშვილი

4
spot_img

როდესაც გაიგეს, რომ მოვიწვიეთ ეუთო/ოდირი, უფრო გაათმაგებულად შეუტიეს „ქართული ოცნების“ შტაბებს, გაათმაგებულად მეტ აგრესიაზე გადავიდნენ და ა.შ. რათა ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნაში აისახოს ის, რომ საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებზე არ იყო მშვიდი და სტაბილური გარემო, – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა რადიკალებზე საუბრისას.

მისივე თქმით, უხამს ქმედებებს არავის გაუტარებენ.

„დღეს ბატონმა შალვა პაპუაშვილმა სწორი აქცენტი გააკეთა, რაც ჩვენ მოვიწვიეთ ეუთო/ოდირი ამ არჩევნებისთვის, რათა სალაპარაკო არ დაგვეტოვებინა შიდა თუ გარე მტრებისთვის. ეუთო/ოდირი რას აკვირდება პროცესში, მხოლოდ არჩევნების დღეს ხომ არ აკვირდება, მთელი თვის პროცესს აკვირდება, მათ შორის, არჩევნების დღემდე. ანუ, რა დასკვნა უნდა დაწეროს ეუთო/ოდირმა ამ პროცესს როდესაც შეხედავს, მთელი თვის განმავლობაში თუ ასეთი დაძაბულობები და დაპირისპირებები იქნება. მათ შორის, არჩევნების დღესაც იქნება. ესენი არ მოისვენებენ. რას დაწერს, მშვიდ გარემოში ჩატარდა საარჩევნო პროცესიო, ხომ ვერ დაწერს ეუთო/ოდირი, როდესაც ყოველდღე იქნება გამიშვი-დამაკავე და შეტაკებები. აქედან გამომდინარე, ესენი სპეციალურად აკეთებენ ამ ყველაფერს. როდესაც გაიგეს, რომ მოვიწვიეთ ეუთო/ოდირი, უფრო გაათმაგებულად შეუტიეს „ქართული ოცნების“ შტაბებს, გაათმაგებულად მეტ აგრესიაზე გადავიდნენ და ა.შ. რათა ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნაში აისახოს ის, რომ საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებზე არ იყო მშვიდი და სტაბილური გარემო. ამას აკეთებენ, რომ ეს დასკვნა და ჩანაწერი გააკეთოს ეუთო/ოდირმა და ამიტომ არ ისვენებენ ახლა ესენი. ვფიქრობ, რომ ესენი არ მოისვენებენ. ჩვენ ერთი ნაბიჯის უკან გადადგმას არ ვაპირებთ. თავიდან ბოლომდე კანონის აღსრულებას ვაპირებთ. არცერთ ადამიანს არ გავუტარებთ ასეთ უხამს ქმედებებს“, – აღნიშნა ირაკლი ჭეიშვილმა.