
ახლა იმ ეტაპზე ვართ, რომ ვითარება იმდენად დამძიმდა, რომ დეკემბერში რუმინეთმა პირდაპირ გააუქმა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები სადაზვერვო სააგენტოს სუსტი ეჭვებისა და მეზობლების უზარმაზარი ზეწოლის საფუძველზე, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
„როგორც მე მესმის, არგუმენტი იყო ის, რომ რუსული დეზინფორმაცია რუმინეთის არჩევნებში იყო შეღწეული, მაგრამ ჩემს ევროპელ მეგობრებს მოვუწოდებ, მოვლენებს უფრო ფართო პერსპექტივიდან შეხედონ. შეგიძლიათ მიიჩნევდეთ, რომ არასწორია, როდესაც რუსეთი ცდილობს სოციალური მედიის რეკლამებით თქვენს არჩევნებზე გავლენის მოხდენას – ჩვენც ასე ვფიქრობთ. შეგიძლიათ მსოფლიო არენაზეც დაგმოთ ეს. მაგრამ თუ თქვენი დემოკრატია შეიძლება დაინგრეს რამდენიმე ასეული ათასი დოლარის ღირებულების ციფრული რეკლამით, რომელიც უცხო ქვეყნიდან მოდის, მაშინ თქვენი დემოკრატია თავიდანვე არც ისე ძლიერი ყოფილა“, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
„გავოცდი, როდესაც ყოფილი ევროკომისარი ტელევიზიით გამოვიდა და გახარებული ჩანდა, რომ რუმინეთის მთავრობამ გააუქმა არჩევნები. მან გააფრთხილა, რომ თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავა, იგივე შეიძლება მოხდეს გერმანიაშიც. ეს განცხადებები შოკისმომგვრელია ამერიკელებისთვის.