,,როდესაც ადამიანი პირდაპირ ეთერში ცემს პოლიციელს, უნდა დაისაჯოს თუ არა? – თუ კითხვაა – კი”- მამუკა მდინარაძე

11
spot_img

ეს არის უმარტივესი „ქეისი“, სადაც პოლიციელს სახეში ურტყამს ხელს ქალბატონი, – განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ „ბათუმელების“ დამფუძნებლისა და დირექტორის მზია ამაღლობელის დაპატიმრების ფაქტზე საუბრისას, რომელიც სამართალდამცველისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გამო დააკავეს.

„ეს არის უმარტივესი „ქეისი“, სადაც პოლიციელს სახეში ურტყამს ხელს ქალბატონი. ახლა ჩვენ უნდა შევჯერდეთ, ეს მარტივია. როდესაც ადამიანი პირდაპირ ეთერში ცემს პოლიციელს, უნდა დაისაჯოს თუ არა? – თუ კითხვაა – კი. მაშინ ის ადამიანი დაკავებულია კანონიერად – დამთავრდა!“, – განაცხადა მდინარაძემ.

„ბათუმელების“ დამფუძნებლისა და დირექტორის მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.