რიჟვაძეებმა და მისმა კლანმა გადაჭამეს აჭარა. ტიტე აროშიძე, რომელიც დაუპირისპირდა ლევან ანთაძეს და ელგუჯა ბაგრატიონს, სოფლის მეურნეობის მინისტრობის დროს ძალიან ბევრ კორუფციულ ფაქტშია მხილებული. დათო ბაციკაძე, რომელიც ახლაც კი უკანონო მშენებლობებში მონაწილეობს ბათუმში და ეს კრიმინალური დაჯგუფება, ბანდა, ცხადია ვერ იტანს და ვერ ეგუება, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ახსენებენ ხალხს და ხალხის პრობლემებს, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს წერებს თავს პუტინისტები დაესხნენ, რადგან ისინი ხალხის პრობლემებზე საუბრობდნენ.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ თავს არავის დააჩაგვრინებს და მზადაა ხალხის ინტერესებისა და პუტინისტებისგან ფიზიკურად თავდაცვისთვის.
„საზოგადოებას კარგად უნდა ესმოდეს თუ რატომ უპირისპირდებიან რუსული პარტიის წარმომადგენლები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ფიზიკურად. ყველამ კარგად ნახა აჭარაში განვითარებული მოვლენები, ჩვენს თანამებრძოლებს აჭარის უმაღლესი საბჭოს წერებს – ლევან ანთაძეს და ელგუჯა ბაგრატიონს ადგილობრივი პუტინისტები დაესხნენ თავს და საზოგადოებამ უნდა იცოდეს რა ახლდა ამას წინ. სანამ ეს ფიზიკური დაპირისპირება დაიწყებოდა „ნაციონალური მოძრაობა“ საუბრობდა 360 ათასი ადამიანი რომ ცხოვრობს აჭარაში და აქედან 147 ათასი არის სოციალურად დაუცველი. რომ სკოლებში მნიშვნელოვანია უფასო კვება ბავშვებისთვის და რომ ოფიციალურივე სტატისტიკით ათასობით ბავშვი შიმშილობს აჭარაში. სოფელ კვირიკეთში და გვარაში, საბავშვო ბაღები რომ უნდა აშენებულიყო და გაქრა, შეჭამა „რუსულმა ოცნებამ“ ფული. ასევე, ბათუმში, მდინარე ჭოროხზე ახალი გზის მშენებლობა რომ ვერასდროს ვერ დაასრულეს და ვერ მიიყვანეს ბოლომდე, ამ პრობლემებზე საუბრობდნენ ჩვენი წევრები და ლიდერები. ასევე, ხულოში, ქედაში, შუახევში, სხვადასხვა სამუშაოები, რომელიც იყო დაგეგმილი, ზოგი შუაში მიატოვეს, ზოგი ვერც დაიწყეს. ასევე, ჩვენი წევრები საუბრობდნენ საპენსიო სესხების ჩამოწერაზე ადგილობრივი პენსიონერებისთვის, რომლებიც კაბალურ პირობებში იღებენ ამ სესხებს და უწევთ 1000-1500 ლარზე, 3000-4000 ლარის გადახდა. ასევე, საუბარი შეეხებოდა გაბერილ შტატებს აჭარაში და ამის პარალელურად, როცა სეკვესტრირებული ბიუჯეტი შემოიტანეს, შევარდნაძისეული ბიუჯეტი შემოიტანეს აჭარაში და როცა გაბერილ შტატებზე საუბრობდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, პარალელურად 30-მდე მოხუცი უსახლკარო ელოდებოდა ჩინოვნიკებს, ორი წელია რომ პრობლემის მოგვარებას სთხოვდნენ, ის პრობლემა მოეგვარებინათ და ნაცვლად იმისა, რომ ეს პრობლემები, რაზეც ვსაუბრობ, საქმიანი დებატები ყოფილიყო და პრობლემის გადაწყვეტაზე ემსჯელა რუსული პარტიის წარმომადგენლებს, გადავიდნენ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. გადაჭამეს აჭარა რიჟვაძეებმა და მისმა კლანმა და ეს კონკრეტული ადამიანიც უნდა იცოდეს საზოგადოებამ, ვინც დაუპირისპირდა ლევან ანთაძეს და ელგუჯა ბაგრატიონს. ეს არის ტიტე აროშიძე, რომელიც სოფლის მეურნეობის მინისტრობის დროს ძალიან ბევრ კორუფციულ ფაქტშია მხილებული, ასევე, ბაციკაძე, რომელიც ახლაც კი უკანონო მშენებლობებში მონაწილეობს ბათუმში და ეს კრიმინალური დაჯგუფება, ბანდა, ცხადია ვერ იტანს და ვერ ეგუება, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ახსენებენ ხალხს და ხალხის პრობლემებს. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ თავს არავის არ დავაჩაგვრინებთ, მზად ვართ ამ პუტინისტებთან ფიზიკურად დავიცვათ თავიც და ხალხის ინტერესებიც, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ერთობა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ახლა მე ჩამოვთვალე და ცხადია ჩვენი მოქალაქეებისთვის არის მნიშვნელოვანი. სოლიდარობა მინდა გამოვუცხადო ჩვენს თანამებრძოლებს, თანაგუნდელებს, ელგუჯა ბაგრატიონს, ლევან ანთაძეს, მინდა მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ისინი იბრძვიან ხალხის ინტერესებისთვის“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.