რით არის „ნაციონალური მოძრაობა“ საშიში – ერთად ვსხედვართ 4 წელია პარლამენტში, არც უკბენიათ და არც თმაზე მოუქაჩიათ ჩემთვის, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„რით არის „ნაციონალური მოძრაობა“ საშიში?! ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ საშიშია?“ 4 წელია ერთად ვსხედვართ პარლამენტში, არც უკბენიათ და არც თმაზე მოუქაჩიათ. პიროვნულად და პერსონალურად საშიშები ხომ არ არიან?!“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
ჟურნალისტმა ელისაშვილს მისი ადრინდელი პოზიცია შეახსენა, როდესაც ის აცხადებდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაბრუნების საშუალება არ უნდა მიეცეს.
„ არავის უნდა მისცე ძალაუფლება, იმიტომ ახლა არის სხვა მოცემულობა-თქო, მას შემდეგ, რაც ეს რუსული კანონი მეორედ შემოიტანეს და გაიტანეს, სხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.