ცხადია, ვეთანხმები ამ რეზოლუციას, თუმცა სამწუხაროდ, ვფიქრობ კენჭისყრა არ მოხდება, რადგან უმრავლესობა მხარს დაუჭერს პირველ რეზოლუციას, იმისდა მიუხედავად რომ ვერ ასახელებენ თუ რა იყო პრობლემური თქვენ არჩევნებში, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ „ქრონიკასთან“.
იგი ამგვარად გამოეხმაურა ევროპარლამენტში ილონ მასკის მიერ მხარდაჭერილი, გერმანული პარტიის AfD-ს მიერ დარეგისტრირებულ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ რეზოლუციას.
მარიანიმ ასევე აღნიშნა, რომ აღმოაჩინეს ევროკავშირის არაერთი ჩარევა სხვადასხვა ქვეყანაში.
„თუ ეს რეზოლუცია კენჭისყრაზე გავა, მე ხმას მივცემ, თუმცა გულახდილად რომ გითხრათ, თუკი უმრავლესობის რეზოლუციას მიიღებენ, მაშინ სამწუხაროდ მეორე კენჭისყრა აღარ იქნება. ამ ჯგუფის რეზოლუციას მე ვეთანხმები, რადგან ჩვენ აღმოვაჩინეთ ევროკავშირის არაერთი ჩარევა სხვადასხვა ქვეყანაში და ნახეთ რა გამოვავლინეთ ამერიკის შემთხვევაში, თანაც საქართველო მოწინავე ხაზზეა.
აღმოვაჩინეთ, რომ ამერიკაში 40 მილიონ ევროზე მეტი დახარჯეს, ჩადეს ინვესტიცია თქვენს ქვეყანაში, რომ გავლენა მოეხდინათ საქართველოს არჩევნებსა და დემოკრატიაზე.
ვცდილობ წარმოვიდგინო, რა მოხდება ევროპამ რომ იგივე გააკეთოს, ევროკავშირმა რომ მილიარდები ჩადოს ამერიკაში დემოკრატიის შესაცვლელად. მე მადლიერი ვარ ამერიკის ახალი პრეზიდენტის, რომ ადმინისტრაციის მეტ გამჭვირვალობას უჭერს მხარს. აქამდე ამაზე არასოდეს ვსაუბრობდით.
ახლა ვიცით, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი სამიზნე იყო წინა ადმინისტრაციის ამ ნაწილის, მათ სცადეს თქვენი არჩევნების შედეგების შეცვლა. ეს არ არის გასაკვირი, თქვენ ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ რომ საქართველო სოროსის ფონდის სამიზნე იყო.
მე ცხადია, ვეთანხმები ამ რეზოლუციას, თუმცა სამწუხაროდ, ვფიქრობ კენჭისყრა არ მოხდება, რადგან უმრავლესობა მხარს დაუჭერს პირველ რეზოლუციას, იმისდა მიუხედავად რომ ვერ ასახელებენ თუ რა იყო პრობლემური თქვენ არჩევნებში, რადგან არსებობს სადამკვირვებლო მისიის ანგარიში, რომელშიც მკაფიოდ წერია, რომ ამ არჩევნებში უცხოურ ჩარევას ადგილი არ ჰქონია”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.
პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), რომელსაც ილონ მასკი უჭერს მხარს, ევროპარლამენტში არსებულმა პოლიტიკურმა ჯგუფმა „სუვერენული ერების ევროპა“ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრირა.
რეზოლუციის ტექსტის თანახმად, საქართველო საერთაშორისო სამართლის მიხედვით სუვერენული სახელმწიფოა, რომელსაც სრული უფლება აქვს თავად განსაზღვროს თავისი პოლიტიკური სისტემა, ჩაატაროს არჩევნები და მართოს საკუთარი თავი უცხო სუბიექტების ან საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევის გარეშე.