რეჟიმისთვის ახალი წელი არ არსებობს, ამ წუთებშიც ათეულობით საჯარო მოხელეს სამსახურიდან ათავისუფლებენ – ნათია მეზვრიშვილი

52
spot_img

რეჟიმისთვის ახალი წელი არ არსებობს, ამ წუთებშიც ათეულობით საჯარო მოხელეს სამსახურიდან ათავისუფლებენ, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

მისი შეფასებით, ახლოა დრო, ბიზნესი გვერდით დაუდგეს საჯარო მოხელეებს და პატიმრების გათავისუფლებასთან ერთად, მათი აღდგენა მოითხოვოს.

„ოცნებამ“ ამ მხრივაც რეკორდი მოხსნა. არასოდეს ყოფილა განსხვავებული აზრის (მითუმეტეს, კონსტიტუციის დაცვის) გამო, მოხელეების მიმართ ამ მასშტაბის რეპრესიები. რეალურად ფეხში ისვრიან იმიტომ, რომ სახელმწიფოს აცლიან ხერხემალს. რაც მეტს გაუშვებენ, უფრო სწრაფად ჩამოიშლებიან. ახლა არის დრო, ბიზნესი გვერდით დაუდგეს მოხელეებს და პატიმრების გათავისუფლებასთან ერთად, მოვითხოვოთ მათი აღდგენა. ივანიშვილი ეცდება ყველა სიბნელე ახალი წლის დღეებში ააკეთოს. ამიტომ, ფხიზლად უნდა ვიყოთ“, – წერს მეზვრიშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში“.