რეჟიმის მეპატრონეებმა ზუსტად იციან, რა არის გასაკეთებელი, რათა დასავლეთთან ურთიერთობა გადაიტვირთოს – ზურაბ ჯაფარიძე

12
spot_img

რეჟიმის მეპატრონეებმა ზუსტად იციან, რა არის გასაკეთებელი, რათა [დასავლეთთან] ურთიერთობა გადაიტვირთოს: ქვეყანა დაუბრუნდეს ერთი, დემოკრატიული განვითარების გზას და მეორე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას – თუ ეს არ მოხდება, ურთიერთობები არ გადაიტვირთება,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, „დასავლეთთან ვერანაირი ურთიერთობის გადატვირთვა ვერ მოხდება“.

„გასაგებად აუხსნეს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა რამდენჯერმე გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ რეჟიმის მეპატრონეებმა ზუსტად იციან, რა არის გასაკეთებელი, რათა ურთიერთობა გადაიტვირთოს. გასაკეთებელი ორი რამეა: ერთი, ქვეყანა დაუბრუნდეს დემოკრატიული განვითარების გზას და მეორე, დაბრუნდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. თუ ეს მოხდება, გადატვირთვაც მოხდება. არ მოხდება – არ მოხდება გადატვირთვა, რამდენიც არ უნდა იბოდიალონ ტრამპზე, „დიფ სთეითზე“ და ასეთ რაღაცებზე“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

გარდა ამისა, ჯაფარიძემ ისაუბრა ხუთშაბათს, 22 მაისს დაგეგმილ სასამართლო პროცესზეც და აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, დააკავებენ.

„მოლოდინი ისაა, რომ სავარაუდოდ, დამაკავებენ. წინასწარ მქონდა გაცხადებული, რომ მე გირაოს გადამხდელი არ ვიყავი და ზოგადად, არ ვაპირებ ამ რეჟიმის მიერ დაწესებული არანაირი უგუნური, რაც არ უნდა იყოს, ქმედებების შესრულებას. არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ ამ მასკარადში მივიღო მონაწილეობა“,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.