რევოლუციის ვერანაირი სცენარი ვერ გათამაშდება. ძალიან ცდებიან, თუ ჰგონიათ, რომ პროვოკაციის მოწყობით რაიმე მიზანს მიაღწევენ, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა და 4 ოქტომბრისთვის დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანი წითლიძის განცხადებას გამოეხმაურა.
ქადაგიშვილის თქმით, პროვოკაციაში არავინ უნდა ჩაერთოს.
„კიდევ ერთხელ მინდა, ის ადამიანები გავაფრთხილო, განსაკუთრებით, ახალგაზრდები, ვინც შეიძლება პროვოკაციაში ჩართონ. კანონის წინაშე როდესაც წარდგებიან, „ფეისბუქზე“ ტირილი გვიან იქნება, ამიტომ, პროვოკაციაში არავინ ჩაერთოს. რაც შეეხება მიტინგს და მშვიდობიან აქციას, ამის უფლება საქართველოში ყველას აქვს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა. რამდენად ეთიკურია დღე-ღამე იმის ძახილი, სახელმწიფოში გადატრიალებას და დამხობას მოვახდენთო? – ფრთხილად იყვნენ, კანონს ნუ გადააბიჯებენ, თორემ კანონი პასუხს გასცემს და „ფეისბუქზე“ პოსტი, საზღვარგარეთიდან აღშფოთებული განცხადება ვეღარ უშველით. იმ საზღვარგარეთმაც უნდა გაიგოს, რომ მარტო ისინი არ არიან ერები და ქვეყნები, საქართველოც ქვეყანა და ერია, აქაც კონსტიტუციაა, აქაც ხალხია და აქაც არჩევნებია. ამას ყველამ პატივი უნდა სცეს, შიგნით და გარეთ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.