Reuters-ი აქვეყნებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების გეგმას, რომელიც უკრაინამ და ევროპულმა ქვეყნებმა აშშ-ს გადასცეს

0
spot_img

Reuters უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების გეგმას აქვეყნებს, რომელიც უკრაინამ და ევროპულმა ქვეყნებმა აშშ-ს გადასცეს.

გეგმის ტექსტს გამოცემა Reuters უცვლელად აქვეყნებს.

გეგმა ოთხი ნაწილისგან შედგება: ცეცხლის შეწყვეტა, უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის, ტერიტორია და ეკონომიკა.

“ცეცხლის შეწყვეტა:

ცაში, მიწასა და ზღვაზე სრული ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულება;

ორივე მხარე დაუყოვნებლივ შედიან მოლაპარაკებებში ტექნიკურ იმპლემენტაციაზე, შეერთებული შტატებისა და ევროპული ქვეყნების მონაწილეობით. ეს სრული სამშვიდობო შეთანხმების დღის წესრიგისა და ფორმის მომზადების პარალელურად ხდება;

ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი, რომელსაც შეერთებული შტატები უძღვება და მხარს უჭერენ მესამე ქვეყნები;

რუსეთმა უპირობოდ უნდა დააბრუნოს ყველა დეპორტირებული და უკანონოდ გადაადგილებული უკრაინელი ბავშვი. ომის ყველა ტყვის გაცვლა (“ყველა ყველაზე” პრინციპი). რუსეთმა ყველა სამოქალაქო პატიმარი უნდა გაათავისუფლოს.

უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის:

უკრაინა უსაფრთხოების მტკიცე გარანტიებს იღებს, მათ შორის შეერთებული შტატებისგან (მე-5 მუხლის მსგავსი შეთანხმება), მაშინ, როდესაც მოკავშირეებს შორის კონსენსუსი არ არსებობს ნატო-ში წევრობაზე;

არავითარი შეზღუდვები უკრაინის თავდაცვით ძალებზე;

გარანტორი ქვეყნები ევროპული ქვეყნებისა და სურვილის მქონდე არაევროპული ქვეყნების სპეციალური ჯგუფი იქნებიან. არავითარი შეზღუდვები უკრაინის ტერიტორიაზე მეგობრული უცხოური ძალების განლაგებაზე, იარაღსა და ოპერაციებზე;

უკრაინა აგრძელებს ევროკავშირში გაწევრიანებას.

ტერიტორია:

ტერიტორიული საკითხები განხილული იქნება და მოგვარდება სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ;

ტერიტორიული მოლაპარაკებები კონტროლის ხაზის ბაზისიდან იწყება;

უკრაინა შეერთებული შტატების ჩართულობით ხელახლა იპოვებს კონტროლს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე და ასევე კახოვკას კაშხალზე;

უკრაინა სარგებლობს შეუფერხებელი წვდომით დნიპროს მდინარეზე და კინსბურგის ცელზე კონტროლით.

ეკონომიკა:

შეერთებული შტატები და უკრაინა ეკონომიკური თანამშრომლობის / მინერალების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციას ახდენენ;

უკრაინა სრულად აღდგენილი და ფინანსურად კომპენსირებული იქნება, მათ შორის რუსეთის სუვერენული აქტივებიდან, რომლებიც გაყინული დარჩება მანამდე, სანამ რუსეთი უკრაინისთვის მიყენებული ზიანის კომპენსაციას არ მოახდენს;

2014 წლიდან შეერთებული შტატების მიერ რუსეთზე დაწესებული სანქციები შესაძლოა ეტაპობრივად შემსუბუქების საგანი იყოს მას შემდეგ, რაც მყარი მშვიდობა იქნება მიღწეული, და შესაძლოა განახლდეს თუ სამშვიდობო შეთანხმება დაირღვევა,” – წერია გეგმაში.