რატომ დუმს და არაფერს არ ამბობს დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის სარაკეტო დარტყმაზე? – The Daily Telegraph

55
spot_img

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) დაბეჭდილია სტატია სათაურიოთ „რატომ დუმს და არაფერს არ ამბობს დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის სარაკეტო დარტყმაზე? რაზე ილაპარაკეს წამსვლელმა და მომსვლელმა პრეზიდენტებმა ბუხრის წინ?“ (ავტორი – ჯო ბარნსი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

როცა გასულ კვირას ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ბუხართან საუბრობდნენ, წამსვლელმა [„კოჭლმა იხვმა“] პრეზიდენტმა მომსვლელს ნათლად მიანიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებშია.

„თუ ამერიკა ნებას მისცემს ვლადიმერ პუტინს ბრძოლის ველზე წარმატებას მიაღწიოს, მაშინ საბოლოო ჯამში ვაშინგტონი რისკის წინაშე დგება, რომ მასშტაბურ ევროპულ სახმელეთო ომში ჩაბმული აღმოჩნდეს“, – უთქვამს ჯო ბაიდენს თავის ყოფილი მეტოქისათვის.

არადა, სწორედ ამ არგუმენტს უარყოფდა ჯო ბაიდენი მთელი თავისი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში.

მაგრამ რამდენადაც იგი თეთრ სახლში დასაბრუნებლად ემზადება იმ პირობით, რომ ომს პრეზიდენტობის პირველივე დღეს დაასრულებდა, ალბათ, არის მიზეზები, რომელსაც იგი ამჟამად ყურადღებას აქცევს.

დონალდ ტრამპი ამერიკელებს დაპირდა, რომ გარიგებას გააფორმებდა ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სისხლიანი დაპირისპირების შესაწყვეტად. ისე, კაცმა რომ თქვას, მან რაღაცეები მართლაც იცის ძალის პოზიციით მოლაპარაკების თაობაზე.

ბუხართან საუბრის შემდეგ ერთი კვირა გავიდა, ჯო ბაიდენი კი უკრაინის შეაიარაღებას აგრძელებს. უფრო მეტიც – მან ნება დართო უკრაინის არმიას რუსეთის ტერიტორიისადმი დარტყმის მისაყენებლად ამერიკული შორი მოქმედების რაკეტებით ATACMS-ებით ისარგებლოს.

დონალდ ტრამპის ბევრმა მოკავშირემ, მისი შვილის ჩათვლით, აღშფოთება გამოხატეს ჯო ბაიდენის ამ გადაწყვეტილების გამო და ვარაუდი გამოთქვეს – ისევ მოახლოვდა მესამე მსოფლიო ომის საფრთხეო. მაგრამ თვითონ დონალდ ტრამპის უახლოესი გარემოცვის ყველა მნიშვნელოვანი პირი, რომლებისც ე.წ. „ქორებს“ წარმოადგენენ – ახალი სახელმწიფო მდივანი, მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში და თავდაცვის მინისტრი – ორიოდე სიტყვის გარდა, მთლიანობაში დამთრგუნავ სიჩუმეს ინარჩუნებენ.

მაიკ უოლცი, რომელიც დონალდ ტრამპმა თავის მრჩევლად დანიშნა ეროვბული უსაფრთხოების საკთხებში, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას „ესკალაცია“ უწოდა, მაგრამ იმის ნაცვლად რომ ეს ნაბიჯი გაეკრიტიკებინა, თითქმის გაამართლა და თეთრი სახლის „ტაქტიკურ“ არჩევანად ჩათვალა. გარდა ამისა, Fox niews-ისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი ისეთ „გრანდიოზულ სტრატეგიას“ ამზადებს ომის შესაწყვეტად, რომლიც ყველაფერს პოზიტიურად გადაფარავსო.

ერთ-ერთი გეგმა, რომელიც დონალდ ტრამპის გარემოცვამ შეადგინა, გულისხმობს იმას, რომ ამერიკამ უკრაინა კარგად უნდა შეაიარაღოს და გააძლიეროს, რათა ვლადიმერ პუტინი იძულებული გახდეს მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს და რასაც ამერიკა და უკრაინა ეტყვიან, ყველაფერზე დათანხმდეს.

დობალდ ტრამპს პირდაპირი კავშირის ხაზი აქვს ვლადიმერ პუტინთან. მან უკვე ისაუბრა თავის უკრაინელ კოლეგასთან ტელეფონით პრეზიდენტად არჩევის შემდეგ (როგორც ამბობენ, დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინსაც დაურეკაო, მაგრამ რადგანაც მხარეებს ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ სატელეფონო საუბარი, საკითხი ღიად რჩება).

ზოგიერთები თვლიან, რომ დონალდ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემიის მიღება სურს. თავის დროზე მას ამ პრემიის მიღება ბარაკ ობამამ დაასწრო, რომელიც ჯილდოზე 2012 წელს წარადგინეს.

უკრაინის კაპიტულაცია ვაშინგტონს შესაძლებლობას მისცემს მეტი ყურადღება დაუთმოს  თავის აჟამინდელ ყველაზე მთავარ საგარეოპოლიტიკურ მიზანს – ჩინეთისადმი კონტროლს, მაგრამ პეკინი, სამხედრო-ეკონომიკური თვალსაზრისით, ვაშინგტონსა და მის მოკავშირეებს არც შეურიგდება არც მათ წინაშე არ დაიჩოქებს.

როგორც თეთრი სახლის წარმომადგენლები ამბობენ, ჯო ბაიდენმა გადაწყვეტილება ATACMS-ების რაკეტებთან დაკავშირებით ცალმხრივად მიიღო იმის შიშით, რომ დონალდ ტრამპი უკრაინას მიატოვებდა.

უკრაინის პოზიციები სუსტდება. მისი შეიარაღებული ძალები ცოცხალი ძალის უკმარისობას განიცდიან იმ დროს, როცა რუსეთი ნელა, მაგრამ შეუჩერებლად იპყრობს ახალ ტერიტორიებს ფრონტის ხაზის თითქმის მთლიან მონაკვეთზე.

ჯო ბაიდენმა ბრაზილიაში G20-ის („დიდი ოცეულის“) ლიდერებს უკრაინის დახმარებისა და გაძლიერებისაკენ მოუწოდა, სანამ დონალდ ტრამპი 20 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტის უფლებამოსილებას იურიდიულად მიიღებს.

თეთრი სახლი ასევე მოტივირებულია უკრაინის აქტიური დახმარებისთვის იმ მიზეზითაც, რომ რუსეთის კურსკის ოლქში ჩრდილოკორეული სამხედრო ქვედანაყოფები არიან თავმოყრილნი, რომ იქიდან უკრაინელები განდევნოს. კომუნისტური კორეის ჯარისკაცთა რაოდენობა, რომელიც კიმ ჩენ ინმა რუსეთს დასახმარებლად გაუგზავნა, ჯერ-ჯერობით  10-11 ათასია, თუმცა, კულუარული ხმებით, შესაძლოა მათი რიცხვი 100 ათასამდეც გაიზარდოს.

როგორც აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მკვლევარი ჯორჯ ბაროსი ამბობს, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება სწორედ ჩრდილოკორეელების მონაწილეობამ და არჩევნების შედეგმა (დონალდ ტრამპის გამარჯვებამ) განაპირობა: „ვფიქრობ, რომ ამ ორმა ფაქტორმა კატალიზატორის როლი შეასრულა“.

მაგრამ რა როლი შეასრულა – თუ ასეთი რამ საერთოდ მოხდა – დონალდ ტრამპმა ბუხრის წინ გამართულ საუბარში, გაანდო თუ არა მას ჯო ბაიდენმა სამომავლო გადაწყვეტილება და დაეთანხმა თუ არა მას დონალდ ტრამპი,  ჯერ-ჯერობით ეს საიდუმლოდ რჩება.

წყარო