რატომ არ ისმის ახლა უკრაინის სულიერი ლიდერების ხმა? მათი დუმილი დამაყრუებელია – ზაპოროჟიეს მიტროპოლიტი ლგბტ კინოფესტივალის დიდ პარასკევს გახსნაზე

48
spot_img

ზაპოროჟიეს მიტროპოლიტი ლუკა აცხადებს, რომ აღმაშფოთებელია კიევში ლგბტ თემისადმი მიძღვნილი კინოფესტივალის წმინდა დღეს – დიდ პარასკევს გახსნა. მაღალი იერარქიის სასულიერო პირი მოუწოდებს სხვა რელიგიურ ლიდერებს, ხმა აიმაღლონ.

“ბუნებრივია ვიკითხოთ, სად არის ამ დროს უკრაინის სულიერი ლიდერების ხმა – იმის გათვალისწინებით, თუ ყოველთვის რამდენად მნიშვნელოვანი იყო რელიგიურობა უკრაინაში, სულიერი ლიდერების დუმილი დამაყრუებელია”, – წერს მიტროპოლიტი.

მისივე განცხადებით, ღმერთს უყვარს ადამიანი, მაგრამ სძულს ცოდვა.

“წმინდა პარასკევი არის დღე, როდესაც მთელი ქრისტიანული სამყარო იხსენებს ქრისტეს მსხვერპლს – ჯვარცმას ადამიანების ცოდვის გამოსასყიდად. აღდგომა არის სიკვდილზე გამარჯვების დღესასწაული, სინათლის, სიწმინდისა და სიცოცხლის დღესასწაული. ამ დღეების გამოყენება იმ იდეოლოგიის გასაძლიერებლად, რომელიც ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მორალს, ღრმა უპატივცემულობაა არა მხოლოდ მორწმუნეების, არამედ ადამიანის სულიერი არსის მიმართ.

სამწუხაროდ, სულიერი ლიდერები დაკავებულნი არიან საკანონმდებლო ინიციატივების მხარდაჭერით, რომლებიც მიზნად ისახავს დედაეკლესიის ლეგალურ “მკვლელობას”, – აღნიშნავს მიტროპოლიტი.