„რასაც ჩვენ ვუყურებთ, ეს არის კრიზისი სამოქალაქო სექტორის საქართველოში”- შალვა პაპუაშვილი

9
spot_img

როგორ შეიძლება უნდოდეს დონორს, მოსახლეობამ იცოდეს, რომ აფინანსებს ისეთ ორგანიზაციას, როგორიც არის „სირცხვილია“, რომელიც „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზებას ცდილობდა. განა შეიძლება აწყობდეს დონორს, გაიგოს მოსახლეობამ, რომ ჩუმად ხდება პარტიების დაფინანსება ევროკავშირის ბიუჯეტიდან. მაგალითად, „დროასი“ და სხვა პარტიების, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „იმედის კვირას“ საქართველოში „ენჯეო“ სექტორზე საუბრისას განუცხადა.

„რასაც ჩვენ ვუყურებთ, ეს არის კრიზისი სამოქალაქო სექტორის საქართველოში. ფაქტობრივად, დომინანტი „ენჯეოები“ არასამთავრობო სექტორის სცენას სრულად დომინირებენ. პატარა „ენჯეოებს“ აქვთ შიში და რიდი დიდი „ენჯეოების“, ვინაიდან იმ შემთხვევაში, თუ წავლენ მათ საწინააღმდეგოდ და იმ ნარატივის საწინააღმდეგოდ, რომელსაც ისინი ამკვიდრებენ, ისინი მათ დონორებთან გააშავებენ და თეთრს ვერ მიიღებენ ვერასდროს დონორისგან და ამიტომ, ჩვენ ფაქტობრივად, ამ მხრივ გარკვეული კორუფციის ნიშნებიც კი გვაქვს.

თუ ჩახედავთ ამ „ენჯეოებს“, თუნდაც „დროას“, პარტიულ, სხვა „ენჯეოებს“ ბოლოს კვალი მიდის, ძალიან ხშირად, ევროპის დემოკრატიულ ფონდთან, რომელიც ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრის მმართველობის ქვეშაა. ეს ის წევრები არიან, რომლებიც ზუსტად არიან ამ დეზინფორმაციის წყარო საქართველოს წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ეს „ენჯეოები“ უყურებენ თავის დამფინანსებელს და დამფინანსებლის წინააღმდეგ არ მიდიან.

როგორ შეიძლება უნდოდეს დონორს, მოსახლეობამ იცოდეს, რომ აფინანსებს ისეთ ორგანიზაციას, როგორიც არის „სირცხვილია“, რომელიც „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზებას ცდილობდა. განა შეიძლება აწყობდეს დონორს, გაიგოს მოსახლეობამ, რომ ჩუმად ხდება პარტიების დაფინანსება ევროკავშირის ბიუჯეტიდან. მაგალითად, „დროასი“ და სხვა პარტიების, კანონის გვერდის ავლით. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დონორებს უნდათ დამალონ საქართველოს მოსახლეობისგან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.