რაფაჰში, სამხედრო ოპერაციის შედეგად ჩაკეტილი სასაზღვრო გამშვები პუნქტი კერემ შალომი დღეს გაიხსნება, – ამის შესახებ ისრაელზე დაყრდნობით, შეერთებული შტატები იუწყება.
საგანგებო განცხადება თეთრი სახლის პრესმდივანმა გააკეთა და აღნიშნა, რომ 24-საათიანი პაუზის შემდეგ, ღაზაში ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება აღდგება.
„ჩვენ ძალიან მკაფიოდ მივანიშნეთ, რომ დაკეტილი გასასვლელები უნდა გაიხსნას, ჩაკეტვა დაუშვებელია. კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ სექტორში ჰუმანიტარული დახმარება უნდა გააქტიურდეს. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, შედგეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რაც მძევლების გათავისუფლებას შეუწყობს ხელს. პრეზიდენტი ბაიდენი პრემიერ ნეთანიაჰუს ამის შესახებ კიდევ ერთხელ ესაუბრა და მისგან პირობა მიიღო, რომ კერემ შალომის გასასვლელი გაიხსნება“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა კარინ ჟან პიერმა.