რამდენიმე პოლიტიკურ სუბიექტთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მათ შორის არიან დამოუკიდებელი დეპუტატები – საინტერესო პლატფორმას შევთავაზებთ საზოგადოებას – გრიგოლ გეგელია

15
spot_img

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, პოლიტიკოსებთან და პარტიებთან, მათ შორის დამოუკიდებელ დეპუტატებთანაც 26 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

გეგელია არ აკონკრეტებს დეპუტატების ვინაობას, თუმცა აღნიშნავს, რომ პარტიას კონსულტაციები პროდასავლური ოპოზიციის ფართო სპექტრთან აქვს.

„რამდენიმე პოლიტიკურ სუბიექტთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მათ შორის არიან დამოუკიდებელი დეპუტატები ისევე, როგორც პოლიტიკური აქტორები“, -განაცხადა გეგელიამ.

მისი განმარტებით, ძალიან მალე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, თუ ვინ შეუერთდება პოლიტიკურ პლატფორმას.

„ჩვენ კონსულტაციები პროდასავლური ოპოზიციის ფართო სპექტრთან გვაქვს. ძალიან მალე საზოგადოება კონკრეტულად ნახავს, რა პოლიტიკურ ენერგიას მიიღებს ჩვენი ახალი პლატფორმა. ჩვენ ვაგრძელებთ განვითარებას, ვაგრძელებთ გაშლას და ძალიან საინტერესო პლატფორმას შევთავაზებთ საზოგადოებას ძალიან მალე“, – განაცხადა გეგელიამ.