რამდენიმე კვირა დარჩა და ამ უსამშობლოების ბოგინი და დაფინანსება დამთავრდება. რამენაირად უნდა გავუძლოთ, შემდეგ მოცემულობა შეიცვლება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
როგორც ზარქუამ აღნიშნა, არის მცდელობა, შელახონ პოლიციელის, ჯარისკაცების, მათი ავტორიტეტი, ვინც ქვეყანაში წესრიგს იცავს.
„ისინი აპოლიტიკური არიან. მადლობას ვუხდი სამართალდამცველებს, რადგან ინარჩუნებენ მშვიდობას. ყველა ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ. რამდენიმე კვირა დარჩა და ამ უსამშობლოების ბოგინი და დაფინანსება დამთავრდება. რამენაირად უნდა გავუძლოთ, შემდეგ მოცემულობა შეიცვლება. ჟურნალისტების მიმართ ძალადობა მიუღებელი და ამორალურია. პატარა კაცუნები დაცვით დადიან – მივმართავ ვაშაძეებს, ხაბეც უნდა ვახსენო. დაცვით დგანან და ინტერვიუს აძლევენ. ბიჭო, ოპოზიციურ ჯგუფებში მიდიხარ და დაცვით დადიხარ. ამის შემდეგ ნული არიან. ბავშვებს მაინც ნუ აგიჟებენ. დაცვით შედიან, რომ აქციაზე ვინმემ პანჩური არ ამოარტყათ, ვაშაძეს თავში არ ჩაარტყან, უთავმოყვარეო კაცია. თუ რაიმე აქვთ სათქმელი თქვან, მაგრამ რაც აქ იყვნენ, ის არიან გარეთაც“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.