რამდენ ლარად იყიდით უქმეებზე დოლარს და ევროს

9
spot_img

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7157 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7171 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0014 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9457 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9516 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0059 ლარი შეადგინა.