ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი პარლამენტის წინ გამართულ აქციას ეხმიანება.
„რადიკალური ოპოზიცია ყოველ ჯერზე თავის ანტირეკორდს ხსნის. 9 აპრილს აქცია სპეციალურად დაამთხვიეს. უნდოდათ, საპროტესტო მუხტი გაეძლიერებინათ, მაგრამ ამჯერადაც მწარედ დამარცხდნენ. ხალხი ბრძენია და ყველამ კარგად იცის რადიკალური ოპოზიციის გეგმები, რომ მათ არ უნდათ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი მიიღოს.
ხალხის არმოსვლით გამოწვეულ სიცარიელეს დროშებით ავსებენ, მაგრამ ამას არავინ „ჭამს“…
რეალურზე მეტად გამოსაჩენად, ნიკა მელიასა და გიგი უგულავასაც დაჰყავდა ხალხი სანაპიროზე, მაგრამ მაინც ვერ იბევრეს…“, – წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.