“რადგან არჩევნები მოდის გავჩერდეთ და არაფერი გავაკეთოთ წინასაარჩევნოდ საზოგადოების მოსყიდვაში რომ არ ჩაითვალოს?” – კახა კალაძე

27
spot_img

წინასაარჩევნოდ მოსახლეობის მოსყიდვად ვერ ჩაითვლება მიმდინარე პროექტები, რაც ქვეყანაში სხვადასხვა გამოწვევის საპასუხოდ ხორციელდება, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან კითხვას, კურსდამთავრებულებისთვის საჯარო სტრუქტურებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის დაწყება გათვლილია თუ არა წინასაარჩევნოდ.

მისივე განმარტებით, აღნიშნული პროგრამა ახალგაზრდებს საკუთარი თავის რეალიზებაში დაეხმარება.

„დედაქალაქში უამრავი პროექტი ხორციელდება. ადამიანებს დავუკანონეთ საცხოვრებელი სახლები,  მშენებლობით დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები გადავეცით, ეს  ხომ არ ნიშნავს, რომ წინასაარჩევნოდ კეთდება. რადგან არჩევნები მოდის გავჩერდეთ და არაფერი გავაკეთოთ? არ არის ეს სწორი მიდგომა. გამოწვევებს შესაბამისი პასუხები სჭირდება. მიხარია, რაც მოვისმინე დღევანდელი პრეზენტაციაზე. ამ პროექტების განხორციელება მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მომავალ თაობას საკუთარი თავის რეალიზების საშუალება მივცეთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.