
გაზაფხულის დადგომა პოზიტიურ ცვლილებებთან ასოცირდება. თუ ზამთრის ცივ დღეებში ცხელ ჩაისთან ერთად სახლში თბილად და მყუდროდ ყოფნას ვამჯობინებდით, ამინდების გაუმჯობესებასთან ერთად ჩვენი ქცევები რადიკალურად იცვლება. მზიანი ამინდები კიდევ უფრო დადებითად აისახება ჩვენს გუნება-განწყობილებაზე და სოციალური აქტივობებიც იზრდება. დასვენების დღეებში ხშირია პიკნიკები, ღია ცის ქვეშ კონცერტები ან უბრალოდ მეგობრებთან ერთად რეკრეაციულ სივრცეებში სეირნობა. კაფე-ბარებშიც უპირატესობას ვერანდაზე ყოფნას ვანიჭებთ.
ერთი შეხედვით, გაზაფხული ის პერიოდია, როდესაც ბუნება გვიხმობს, რომ განვთავისუფლდეთ ზამთრის სტაგნაციისგან და შევცვალოთ ჩვენი მოქმედების რიტმი. თუმცა, ამ სეზონური ცვლილების სიხარულს ზოგიერთი ადამიანისთვის ალერგიული რეაქციები აფერხებს.
ამ სტატიაში სწორედ ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემას – სეზონურ საგაზაფხულო ალერგიას შევეხებით, რომელიც მილიონობით ადამიანისთვის ერთგვარი გამოწვევა და დისკომფორტია.
ალერგია არის ორგანიზმის გადაჭარბებული და არასწორი იმუნური პასუხი ნივთიერებაზე, რომელიც უმეტეს შემთხვევაში სხვებისთვის უსაფრთხოა. ასეთ ნივთიერებებს ალერგენები ეწოდებათ. იმუნური სისტემა ალერგენს საფრთხედ აღიქვამს და მის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას იწყებს.
ალერგენები არის ყველგან: საცხოვრებელ სახლებში, სამუშაო ადგილზე, ქუჩაში, ბუნებაში. ესენია: ოთახის მტვერი, ცხოველის ბეწვი, ფრინველების ბუმბული, მწერების შხამი, მცენარეების მტვერი, ობის სოკო, სხვადასხვა საკვები, მედიკამენტები, საყოფაცხოვრებო თუ საწარმოო ქიმიური ნივთიერებები, პარფიუმერია, საღებავები, სარეცხი საშუალებები და სხვა.
გაზაფხული, როგორც წელიწადის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სეზონი, ტრადიციულად ბუნების გამოღვიძებასთან არის დაკავშირებული. ამ პერიოდში მცენარეები, ხეები, ბალახები და სარეველები ინტენსიურად ყვავიან და გამოყოფენ მტვერს, რომელიც ხშირად ხდება ალერგიული რეაქციების მთავარი გამომწვევი. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ ყვავილის მტვერი რამდენიმე კილომეტრის მანძილზეც კი შეიძლება გავრცელდეს. ამიტომ, თუ ალერგიული სიმპტომი გამოგივლინდათ, პრობლემა მხოლოდ თქვენს ახლოს მდებარე მცენარეებში არ ეძებოთ.
სეზონური ალერგიები სწორედ ადრეული გაზაფხულის პერიოდიდან იწყება და გვიან შემოდგომამდე გრძელდება. ამ დროს ალერგიული რეაქცია სხვადასხვა სიმპტომის სახით შეიძლება იყოს გამოხატული. ყველაზე უსიამოვნო სიმპტომს ცხვირის გაჭედვა წარმოადგენს. ამას შეიძლება თან დაერთოს ხშირი ცემინება, წყლისებრი გამონადენი ცხვირიდან, ცხვირის ქავილი, მშრალი ხველა, სუნთქვის გაძნელება, თვალების წვა, ქავილი, ცრემლდენა, თვალების ირგვლივ შეშუპება. შესაძლოა გამოვლინდეს კანისმიერი სიმპტომებიც: მაგ. ქავილით მიმდინარე გამონაყარი (ურტიკარია), კანის სიწითლე.
აღნიშნული გამოვლინებების არცთუ ისე მცირე ჩამონათვალს შეუძლია სერიოზული დისკომფორტი შეუქმნას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასა და ჯანმრთელობას. ალერგიას შესაძლოა თან ახლდეს ისეთი არასპეციფიკური სიმპტომებიც, როგორიცაა დაღლილობა, ძილის დარღვევა და შრომისუნარიანობის დაქვეითება. ალერგიული რეაქციების შედეგად შესაძლოა გამწვავდეს უკვე არსებული ქრონიკული ან ალერგიული დაავადებები, როგორიცაა: ბრონქული ასთმა, ალერგიული რინიტი, ჭინჭრის ციება (ურტიკარია), ატოპიური დერმატიტი, ანაფილაქსიური რეაქცია და სხვა ალერგიული მდგომარეობები.
ალერგიული რეაქციებისგან თავის დასაცავად სპეციალისტები ხშირად გვირჩევენ პირადი ჰიგიენის დაცვას, ქარიან ამინდში სახლში დარჩენას (განსაკუთრებით ყვავილობის პერიოდში), ქუჩიდან სახლში შემოსვლისთანავე წყლით თვალების, ყურებისა და ცხვირის ჩამობანას, პირბადის გამოყენებას პრევენციის მიზნით. თუმცა, ყოველდღიური გადატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე, ამ წესების დაცვა არც ისე მარტივია, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.
რა უნდა გავითვალისწინოთ სანამ ანტიალერგიულ დამხმარე საშუალებებს მივიღებთ?!
იმისათვის, რომ დისკომფორტი არ გვქონდეს და ცხოვრების ჩვეულ რიტმში ენერგიულად ჩავერთოთ, ამასთანავე დავიცვათ ჩვენი პატარები, გაზაფხულზე რეკომენდებულია სეზონური ალერგიის პროფილაქტიკა და სიმპტომების განვითარების რისკის შემცირება. ასეთ დროს, პრობლემის მარტივად გადასაჭრელად, ადამიანები თანამედროვე მედიცინას მიმართავენ.
როდესაც დღის მანძილზე გვსურს ალერგიული რეაქციებისგან თავის დაცვა, არჩევანი ისეთ პრეპარატზე უნდა შევაჩეროთ, რომელიც ხელს არ შეუშლის ჩვენს პროდუქტიულობას, ექნება მძლავრი თერაპიული ეფექტი და უსაფრთხოების მაღალი პროფილი ბავშვებსა და მოზრდილებში. რაც მთავარია, უნდა ახასიათებდეს არასედაციური ეფექტი და შეგვეძლოს მისი უსაფრთხოდ გამოყენება ავტომობილის ან სხვა მექანიკური საშუალების მართვისას.
ერთ-ერთი ასეთი პრეპარატი, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ბევრისთვის კარგად ნაცნობი ლორანექსია.
ლორანექსი (დესლორატადინი) არის ახალი თაობის მაღალსელექციური ანტიალერგიული საშუალება ნებისმიერი ტიპის ალერგიის სიმპტომების სამკურნალოდ, რომელიც ხელს უშლის ალერგიული რეაქციის განვითარებას, ახასიათებს ხანგრძლივი მოქმედება და სწრაფად ხსნის მის სიმპტომებს.
ლორანექსი სელექციურად მოქმედებს H₁ რეცეპტორებზე, აქვს მაღალი ბიოშეღწევადობა და კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მოქმედებას იწყებს დაახლოებით 30 წუთში და საკვების მიღება არ ახდენს გავლენას პრეპარატის მოქმედებაზე.
მიღების წესი და დოზირება:
ლორანექსი ინიშნება როგორც ბავშვებში (1 წლიდან), ისე მოზრდილებში.
გაითვალისწინეთ ასაკის მიხედვით ლორანექსის მიღების დოზები:
- 1-6 წლამდე ასაკის ბავშვებში – 1,25 მგ ერთხელ დღეში
- 6-12 წლამდე ასაკის ბავშვებში – 2,5 მგ ერთხელ დღეში
- მოზრდილებში და 12 წელზე მეტი ასაკის მოზარდებში – 5 მგ ერთხელ დღეში
იცხოვრე ალერგიის გარეშე!
(R)