ოპოზიციაში ხვდებიან, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვთ და იმ დილემებს ვერ წყვეტენ, რომლის წინაშეც არიან აღმოჩენილი, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
სარჯველაძეს ოპოზიციის გაერთიანების საკითხზე დაუსვეს კითხვა.
„ფილმის შთამბეჭდავი სცენა ყველას გახსოვთ, სადაც ფუფალას ხელში ქოლგა უკავია – დაახლოებით ამავე სიმტკიცისაა ის ქოლგა, რომელსაც ახლა პრეზიდენტი ზურაბიშვილი მთელ ოპოზიციას სთავაზობს. მგონია, ოპოზიციაში ხვდებიან, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვთ და იმ დილემებს ვერ წყვეტენ, რომლის წინაშეც არიან აღმოჩენილი. ამ ფონზე, რა მიმართულებითაც არ უნდა წავიდნენ, არ მგონია, რომ არჩევანი მაინცდამაინც სერიოზული ჰქონდეთ, რადგან საკუთარი თავი აღმოიჩინეს ისეთი დილემების წინაშე, სადაც რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ, მაინც შეცდომა იქნება. ამას ჭადრაკში ცუგცვანგს ეძახიან, როცა მოთამაშე ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდება, ყოველი შემდეგი ნაბიჯი შეცდომა რომ არის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.