„რა 9 აპრილი და რა ნაციონალური მოძრაობა, თავხედობასთან გვაქვს საქმე“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ „ენმ„-ის ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, 9 აპრილს აქციის ჩანიშვნა თავხედობაა.
„9 აპრილი და „ნაციონალური მოძრობა“ – 9 აპრილის თარიღის ქვეშ ხომ გარკვეული სიმბოლიზმია ამ ქვეყანაში, რაღაცა ღირებულებები, რაღაცა ისტორია ამ ქვეყნის ხომ არის?! და ისტორია ამ ქვეყნის სამწუხაროა, ასევე, ნაცმოძრაობა თავისი წარსულით, თავისი ადამიანის უფლებების აყრით, ღირსების შელახვით.
დღეს ჩვენ სახეზე გვაქვს მოცემულობა, როდესაც პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობაში ბრალდებულ ადამიანს იცავენ ადამიანები. ესეც კი გაბედეს. რა 9 აპრილი და „რა ნაციონალური მოძრაობა“. რამხელა თავხედობასთან გვაქვს საქმე, როდესაც ისინი ბედავენ ამ თარიღში, ატარებენ თავის აქციას“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.