ქვეყანაში, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატისა და ყოფილი პრეზიდენტის უფლებები არ არის დაცული, ამ ქვეყნის ხელისუფლება რომ გამოვა და მე გამაკრიტიკებს, ამას ვერ მივიღებ – ირაკლი ზარქუა

13
spot_img

ქვეყანაში, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატისა და ყოფილი პრეზიდენტის უფლებები არ არის დაცული, მისი ხელისუფლება რომ გამოვა და მე გამაკრიტიკებს, მორალს წამიკითხავს, როგორ დავიცვა ადამიანის უფლებები, როგორ შევამცირო პოლარიზაცია, ამაზე ნოტაციას რომ წამიკითხავს, ვერ მივიღებ, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„სამწუხაროდ, ჩაფლავდა ამერიკის შეერთებული შტატების ამ ხელისუფლების პერიოდში ამერიკა, როგორც დემოკრატიის შუქურა. სამწუხაროა ამას რომ ვამბობ, რადგან ჩვენთვის ყოველთვის იყავით მაგალითის მომცემი და რას დაამსგავსეთ ქვეყანა, წინასაარჩევნოდ პრეზიდენტობის კანდიდატს ტყვიას ესვრიან. ამაზე კომენტარი რა არის?“, – განაცხადა ზარქუამ.

პენსილვანიაში, სადაც დონალდ ტრამპი მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავდა და მათ სიტყვით მიმართავდა, სროლა იყო. დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე.

დონალდ ტრამპის თქმით, ტყვიამ მას მარჯვენა ყურის ზედა ნაწილი გაუხვრიტა.

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) აცხადებს, რომ სროლა, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიტინგზე მოხდა, ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა იყო.

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) დონალდ ტრამპის მიტინგზე მსროლელის ვინაობა დაასახელა.

„გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გამოავლინა თომას მეთიუ კრუკსი [20 წლის], როგორც სუბიექტი, რომელიც მონაწილეობდა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში. მომხდარი რჩება აქტიურ და მიმდინარე გამოძიებად“, – განაცხადეს უწყებაში.