ქობულეთში მკვლელობა მოხდა

27
spot_img

ქობულეთში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამაკაცი მოკლეს.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტი მიკროავტობუსის მძღოლსა და ტაქსის მძღოლს შორის მოხდა. ტაქსის მძღოლმა მიკროავტობუსის მძღოლს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა.

ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, სავარაუდო, ბრალდებული დაკავებულია.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსი” 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.