ყველაზე ხანმოკლე აღლუმი რუსეთის ისტორიაში (ფოტოები)

143
spot_img

2023 წლის 9 მაისს მოსკოვის წითელ მოედანზე გამართულ აღლუმში მონაწილეობა მიიღო მნიშვნელოვნად ნაკლებმა სამხედრო ტექნიკამ, ვიდრე წინა წლებში. გამოთვლები ანალიტიკოსმა ოლივერ ალექსანდერმა ჩაატარა ტრანსლაციაზე დაყრდნობით.

მისი მონაცემებით, მთლიანობაში წითელ მოედანზე ტექნიკის მხოლოდ 51-მა ერთეულმა გაიარა. ჯერ კიდევ გასულ წელს – როცა აღლუმი უკვე შემცირებული იყო უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის წინა პერიოდებთან შედარებით – აღლუმში მონაწილეობა მიიღო 131-მა საბრძოლო მანქანამ. 2021 წელს მათი რაოდენობა 197 იყო. ანუ უკანასკნელ ომამდელ წელთან შედარებით ტექნიკის რაოდენობა თითქმის ოთხჯერ შემცირდა.

თავად აღლუმი დაახლოებით 45 წუთს გაგრძელდა ჯარების შემოვლისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გამოსვლის ჩათვლით.