ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ყველაზე დიდი რისკი იქნება, თუ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ომს მოიგებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
„ევროპაში სრულმასშტაბური ომი მიმდინარეობს და ნატოს მოკავშირეებისთვის არ არსებობს რისკისგან თავისუფალი ვარიანტი, მაგრამ ყველაზე დიდი რისკია, თუ [ვლადიმირ] პუტინი გაიმარჯვებს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ნატოს მოკავშირეებისთვის უკრაინის მხარდაჭერა. ტრაგედია იქნება უკრაინისთვის, თუ [პრეზიდენტი] პუტინი გაიმარჯვებს, მაგრამ ეს საშიში იქნება ჩვენთვის, უფრო დაუცველებს გაგვხდის“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.