ნუცა ბუზალაძემ American Idol-ის ქასთინგისა და კონკურსის შესახებ ახალი დეტალები გაამხილა. ბუზალაძე პირველი უცხოელი გახდა, რომელიც შოუს ტოპ-12-ში მოხვდა.
ბუზალაძემ ამერიკულ მუსიკალურ კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა და თავის პირველ ამერიკულ ალბომზე მუშაობს. პარალელურად American Idol-ის ფინალისთვის ემზადება და ქართველ გულშემატკივრებს მადლობას უხდის.
„ისე მავსებდა საქართველოსა და ჩემი ხალხის მხარდაჭერა, ჩემი ხალხის სიყვარული. ეს ისეთი ძალაა, რომ ვერავინ ვერასოდეს მომერევა, როცა ასეთი ერი მიდგას უკან. თქვენ არ იცით, რამდენს ნიშნავს, როცა შენი სისხლი გიჭერს მხარს. ეს უფრო დიდი მოტივაციაა, რომ უფრო წინ ვიარო. როგორც შევძლებ და რის საშუალებასაც მომცემს ჩემი თავი და ჩემი კარიერა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველო იცოდნენ არა როგორც შტატი, არამედ როგორც ყველაზე მაგარი, ყველაზე ნიჭიერი და ყველაზე დიდი კულტურის მქონე ერი. აი ეს მინდა, რომ ყველამ იცოდეს და ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოვიდეს“, – ამბობს ბუზალაძე.