ყველამ კარგად ვიცით „ლელოში” და გახარიას პარტიაში წამყვანი ფიგურების პოლიტიკური წარსული, მრწამსი და დიდი ანალიზი არ სჭირდება მათ პოლიტიკურ მომავალს – ირაკლი კირცხალია

7
spot_img

ყველამ კარგად ვიცით „ლელოში” და გახარიას პარტიაში წამყვანი ფიგურების პოლიტიკური წარსული, მრწამსი და დიდი ანალიზი არ სჭირდება მათ პოლიტიკურ მომავალს,- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ ირაკლი კუპრაძის და ბერდია სიჭინავას გიორგი გახარიასთან შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას.

„ეს არის მათი შიდა დეტალები, კონსპირაცია, რომელიც უბრალოდ, ღიმილის მომგვრელია. ღიმილის მომგვრელია ერთი მარტივი ფაქტის გამო – კარგით, განვაცალკეოთ ეს ორი დანაყოფი „ლელო” და გახარია. წამყვანი ფიგურების თითოეული სახელი და გვარი ყველამ, საზოგადოებამ კარგად იცის მათი პოლიტიკური წარსული, აწმყო და ძალიან ადვილად განსაჭვრეტია მათი პოლიტიკური მომავალიც, ხომ? ყველამ ვიცით ის ადამიანები რომლებიც არიან, წამყვან და ცნობად სახეებზე ვსაუბრობ, ვიცით მათი პოლიტიკური წარსული, მრწამსი და დიდი ანალიზი არ სჭირდება მათ პოლიტიკურ მომავალს“,- განაცხადა კირცხალიამ.

არსებული ინფორმაციით, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ირაკლი კუპრაძე და „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი ბერდია სიჭინავა ბერლინში გიორგი გახარიასთან შესახვედრად გაემგზავრნენ. ამავე ინფორმაციით ისინი გიორგი გახარიამ დაიბარა, რადგან პარტიები თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატებზე ვერ თანხმდებიან. „ლელოში“ ფაქტს არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. გრიგოლ გეგელია კი ამბობს, რომ მას რამდენიმე დღეა კუპრაძესთან არ უსაუბრია.