ყირიმში ოკუპანტებზე თავდასხმები გაგრძელდება, – ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა გამოცემა Financial Times-ისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა.
„[გასულ წელს] ჩვენი ქვედანაყოფები არაერთხელ შესულან ყირიმში“, – განაცხადა ბუდანოვმა და აღნიშნა, რომ უკრაინელი სპეციალური დანიშნულების რაზმების აქტიური ქმედებები გაგრძელდება.
მისი თქმით, დროებით ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე აღნიშნული მისიების ერთ-ერთი პრიორიტეტი რუსეთის საოკუპაციო არმიის ლოგისტიკის განადგურებაა.
ბუდანოვმა ასევე აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ ფრონტზე რუსების 2023 წლის შემოდგომიდან მიმდინარე წინსვლის მცდელობებს არცერთი გარღვევა არ მოუტანიათ.
„მათი ბოლო მცდელობა უკვე ორი თვეა გრძელდება. ფაქტობრივად, უშედეგოდ”, – განაცხადა ბუდანოვმა.