,,ქართველი ერი რა არჩევანსაც გააკეთებს, ის იქნება ყველა შემდგომი პოლიტიკური პროცესის მამოძრავებელი” – სარჯველაძე

30
spot_img

როდესაც ქართველ ამომრჩეველს შეკვეთებს აძლევენ იმასთან დაკავშირებით, როგორი უნდა იყოს მათი არჩევანი, ეს სწორი არ არის, ამას უნდა დაანებონ თავი და საკუთარი ქმედებები, იდეოლოგია, მსოფლმხედველობა უნდა მოიყვანონ შესაბამისობაში ქართველი ხალხის ნებასთან და არა პირიქით, ბრძანებებს გასცემდნენ ქართველი ერის მიმართ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, ქართველი ერი რა არჩევანსაც გააკეთებს, ის იქნება ყველა შემდგომი პოლიტიკური პროცესის მამოძრავებელი.

„ასე მუშაობს დემოკრატია და ამისგან განსხვავებულია ზურაბიშვილის მისწრაფება, სურვილებიც და პოლიტიკაც. მეჩვენება, რომ ეს პოლიტიკური ვაჭრობის საგანიც არის, მაგრამ პოლიტიკური ვაჭრობის მიღმა ყველაზე რადიკალური ფლანგი ვინც არის, ვისთვისაც მაგალითად იყო მისაღები და დასაშვები, რომ საქართველოს ინტერესზე მაღლა დაეყენებინა საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესი, როგორც ჩანს, ასეთ პოლიტიკურ ჯგუფებთან გარიგებას გეგმავს ზურაბიშვილი, უფრო სწორად, უკვე გარიგებულია, ასეც შეგვიძლია ვთქვათ, რადგან გასაგებია, რომ როდესაც ერთი და იგივე რიტორიკა წარიმართება და ერთი და იგივენაირად დამაზიანებელი, ყველასთვის გასაგებია, რომ ეს მათ ერთიანობაზე მეტყველებს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ევრაქტივთან“ (EURACTIV) ინტერვიუში განაცხადა: „იქნებ დროა, საქართველომ კოალიციური მთავრობა გამოსცადოს“.