ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა Twitter-ზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის ამსახველ კადრებს აქვეყნებს.
„ქართველი ხალხი ევროპას საკუთარ სახლად მიიჩნევს. ჩვენ მათ იმედი უნდა მივცეთ. დროა, გააქტიურდეს მუშაობა კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის შესაბამისი პირობების შესაქმნელად, რომ საქართველომ არ გამოტოვოს ეს ისტორიული შესაძლებლობა“, – წერს რობერტა მეცოლა და სალომე ზურაბიშვილს მადლობას უხდის.
შეგახსენებთ, 31 მაისს, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით გამოვიდა.