
“სამწუხაროდ, ჩვენ ისეთი ქვეყნებისგან მოვისმინეთ საყვედურები “ნაციონალური მოძრაობის” შესაძლო აკრძალვაზე, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში ყოველგვარი სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე მოითხოვენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიების აკრძალვას” – ეს განცხადება პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, ლადო ბოჟაძემ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის თაობაზე შემუშავებული საკანონმდებლო პაკეტის შესახებ გააკეთა.
საპარლამენტო კომიტეტები საკანონმდებლო პაკეტის მესამე მოსმენით განხილვას იწყებენ.
“ის, რასაც ჩვენ ვისმენთ ახლა ხოლმე, იგივე დროებით კომისიაზე, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ჩვენც და ქართველ ხალხსაც, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არ იმსახურებს დარჩეს პოლიტიკურ სპექტრში. სამწუხაროდ, ჩვენ ისეთი ქვეყნებისგან მოვისმინეთ საყვედურები “ნაციონალური მოძრაობის” შესაძლო აკრძალვაზე, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში ყოველგვარი სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე მოითხოვენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიების აკრძალვას. ქართველ ხალზე კარგად არავინ იცის, იმსახურებს თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” ქართულ პოლიტიკაში დარჩენას. ჩვენ შესაბამის მტკიცებულებებს წარვუდგენთ საკონსტიტუციო სასამართლოს, დანარჩენს უკვე იმსჯელებს სასამართლო,” – აცხადებს ლადო ბოჟაძე.