ქართულმა დელეგაციამ ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის რეკომენდაციების განხილვის მიზნით ოფიციალური შეხვედრები გაიმართა

15
spot_img

ბრიუსელში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაციის ვიზიტი შედგა, რომლის ფარგლებშიც ეკონომიკურ საკითხებზე ევროკავშირის გაფართოების 2023 წლის ანგარიშის რეკომენდაციები განიხილეს.

თემატური შეხვედრები შედგა საქონლის თავისუფალი გადაადგილების, საწარმო და სამრეწველო პოლიტიკის, დაფუძნების უფლების და მომსახურების გაწევის თავისუფლების, სახელმწიფო შესყიდვების, კონკურენციის პოლიტიკის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების, გარემოსა და კლიმატის ცვლილების და სურსათის უვნებლობის, ვეტერინარული და ფიტოსანიტარული პოლიტიკის შეფასებებსა და რეკომენდაციებზე.

ევროკავშირის მხრიდან გაკეთდა განმარტებები იმ ნაბიჯებთან დაკავშირებულ მოლოდინებზე, რომლებიც საქართველომ, როგორც კანდიდატმა ქვეყანამ შემდგომი პროგრესის საჩვენებლად უნდა გადადგას.