“ქართული ოცნების” უკანასკნელ ფანტაზიას – თითქოს ეუთო/ოდირმა ამ არჩევნების ლეგიტიმაცია მოახდინა, სიმართლის შენიღბვა არ შეუძლია – ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი 

10
spot_img

“ქართული ოცნების” უკანასკნელ ფანტაზიას – თითქოს ეუთო/ოდირმა ამ არჩევნების ლეგიტიმაცია მოახდინა, სიმართლის შენიღბვა არ შეუძლია,- ასე პასუხობს ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი შალვა პაპუაშვილის განცხადებას, თითქოს ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა “ქართული ოცნების” შეფასებებს დაემთხვა.

“ტყუილები იქამდე იზრდებიან, სანამ თავიანთ მთქმელებს არ გადაყლაპავენ. “ქართული ოცნების” უკანასკნელ ფანტაზიას – თითქოს ეუთო/ოდირმა ამ არჩევნების ლეგიტიმაცია მოახდინა – სიმართლის შენიღბვა არ შეუძლია: ამომრჩეველთა დაშინება, ძალადობა და სისტემური მანიპულაცია – ეს დემოკრატია არაა; ეს საკონსტიტუციო გადატრიალებაა! საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააგრძელოს ქართველ ხალხის გვერდში დგომა და ახალი არჩევნების მოთხოვნა, რათა აღდგენილ იქნას საქართველოს გზა თავისუფლებასა და სამართლიანობისკენ. ხალხის ერთადერთ ლეგიტიმურ ხმად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რჩება. ძველი საბჭოური ჩვევები რთულად კვდება, მაგრამ სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს“, – წერს კოლსი.