დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ არჩევნებს კონსტიტუციური უმრავლესობით მოიგებს.
მისივე თქმით, დანარჩენი პარტიები ბარიერის გადასალახად იბრძოლებენ.
„მინდა, ხაზი გავუსვა, რომ „ქართული ოცნება“ ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა, რომელსაც შეუძლია არჩევნების მოგება კონსტიტუციური უმრავლესობით. რაც შეეხება სხვა დანარჩენ ყველა პარტიას, ისინი იბრძოლებენ ბარიერის გადალახვისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.