“ქართული კოშმარით” ევროპული ოცნება დასრულებულია -მაიკლ როთი

14
spot_img

„ქართული კოშმარით“ ევროპული ოცნება დასრულებულია, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი X-ზე წერს.

„საქართველოს მმართველი პარტიის დეზინფორმაციული კამპანიის მიუხედავად, ერთი რამ ცხადია: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლები გადაწყვეტენ, შეაჩერონ ევროკავშირის პერსპექტივა თუ გააგრძელონ ევროპული გზა. „ქართული კოშმარით“ ევროპული ოცნება დასრულებულია“, – წერს მაიკლ როთი.