ქართული ჩირების და ჩურჩხელების მწარმოებელ კომპანია “ჩირჩხელაზე”კიბერთავდასხმა განხორციელდა

14
spot_img

ქართული ჩირების და ჩურჩხელების მწარმოებელ კომპანია „ჩირჩხელაზე“ კიბერთავდასხმა განხორციელდა. ჰაკერმა სოციალურ სივრცეში წვდომა გაუთიშა ადმინისტრატორს, რის შედეგადაც ვეღარ ხერხდება „ჩირჩხელას“ მრავალრიცხოვანი გვერდების მართვა.

კომპანია შავი პარასკევის დღეებში ტრადიციულად პარტიზანულ აქციას ამზადებდა, თუმცა პარტიზანული თავდასხმა თავად კომპანიაზე განხორციელდა.

ეს არის საკმაოდ თამამი მარკეტინგული აქტივობა, რომელიც პროფესიონალთა წრეში მაღალ შეფასებებს იძენს. სწორი იუმორით შექმნილი კამპანია ორი წელია, რაც სოციალურ სივრცეში და მედიის დიდ ყურადღებას იწვევს, ხოლო საზოგადოება დიდ ინტერესს იჩენს და მომხმარებლების კეთილგანწყობას აღიარებს.

კომპანიის დირექტორის განმარტებით, ადგილი ჰქონდა მიზანმიმართულ ქმედებას, მაგრამ მიუხედავად ამისა, „ჩირჩხელა“ კვლავ ინარჩუნებს ლიდერობის პოზიციებს და ახალ წელს ბევრ სიურპრიზს შემოგთავაზებთ.

კომპანიის მენეჯმენტის თხოვნაა, რომ მხარი დაუჭიროთ ქართულ წარმოებას, გააზიაროთ ეს ინფორმაცია, იპოვოთ ახალი ფეისბუკი გვერდი „Chirchkhela-ჩირჩხელა“, მოიწონოთ და დაელოდოთ წლის მარკეტინგულ მოვლენას.

საახალწლო კორპორატიული და საცალო შესყიდვებისთვის დაუკავშირდით კომპანიის წარმომადგენელს ტელ: 571 11 12 33. ან წერეთ ელ.ფოსტაზე:  chirchkhela@gmail.com.