ოპოზიციონერი დეპუტატი ხათუნა სამნიძე სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონის საწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის დღის წესრიგში დაყენებასთან დაკავშირებით კვორუმის არარსებობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ საპროცედურო ომი აქვს გამოცხადებული.
კვორუმის არარსებობის გამო, პარლამენტში საგამოძიობო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა
როგორც სამნიძემ პარლამენტში გამართულ ფრიგინგზე განაცხადა, ოპოზიცია მობილიზებულია და ეს საკითხი ხვალ, დღის წესრიგზე დადგება.
„ეს არის დასტური, რომ „ქართულ ოცნებას“ ეშინია სიმართლის, რომელიც უნდა დაინახოს საზოგადოებამ, როდესაც იმუშავებს საგამოძიებო კომისია და საპროცედურო ომით ეცადა ხელი შეეშალა კომისიის შექმნისთვის, მაგრამ, ეს გაგრძელდება ხვალ – კენჭისყრაზე დადგება საკითხი და ამას ვერ გაექცევა „ქართული ოცნება“. ოპოზიცია არის მობილიზებული“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
შეგახსენებთ, პარლამენტში სპეციალური დროებითი საგამოძიებო კომისიის საკითხი ოპოზიციის ნაწილმა მას შემდეგ დააყენა, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთხ ქართველ სასამართლო ჩინოვნიკს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს ამერიკის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.