„ქართულ ოცნებას“ არაფერი აქვს საერთო ქართულთან, ესენი არიან კოლექტიური ფარცხალაძე-რომანოვები -პაატა მანჯგალაძე

13
spot_img

„ქართულ ოცნებას“ არაფერი აქვს საერთო ქართულთან, ესენი არიან კოლექტიური ფარცხალაძე-რომანოვები, ვინც ფულისთვის და ძალაუფლებისთვის ყიდის თავის თავს და ქვეყანას,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის ამოცანაა ერთობა, წინააღმდეგობა და ბრძოლა.

„მათთვის პატრიოტიზმი ხალხის მოტყუების ხელოვნებაა, ქართულობა და სამშობლოს დაცვა – ღალატის გადასაფარი ნიღაბი, ქვეყნის სუვერენიტეტი კი გასაყიდი საქონელი.

ამ დროს ჩვენი ამოცანაა ერთობა, წინააღმდეგობა და ბრძოლა.

ჩვენი მოთხოვნა მკაფიოა: ახალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები, პოლიტპატიმრების და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება.

ეს არის ბრძოლა ქართული სახელმწიფოს გადასარჩენად და ამ გზაზე ვიწროპარტიული მოქმედება, უკან დახევა ასუსტებს ამ წინააღმდეგობას“, – აღნიშნავს პაატა მანჯგალაძე.