“ქალბატონო ფოტიგა, რასა, ბატონო კუბილიუს, ვინც თქვენ მედიადევნილად გამოგვიცხადეთ, თურმე თქვენსავე პენსიონრებს ძარცვავს”-ირაკლი ზარქუა

367
spot_img

ქალბატონო ფოტიგა, რასა, ბატონო კუბილიუს, ის, ვინც თქვენ მედიადევნილად გამოგვიცხადეთ, თურმე თქვენსავე პენსიონრებს ძარცვავს, რაც თქვენმა პარტნიორმა ბრიტანელებმა დაადასტურეს. მაინტერესებს, შეცდომაში იყავით შეყვანილი, თუ თქვენც ლობისტური სქემის მონაწილე ხართ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, შეუძლებელია, ქართული ჯარისა და ევროპელი პენსიონრების მძარცველი დემოკრატიის მხარდამჭერი იყოს.

„ხედავთ, რა სამარცხვინოები გახდით. ქართული ჯარისა და ევროპელი პენსიონრების მძარცველი კეზერაშვილი შეუძლებელია, დემოკრატიისა და ქართველი ერის მხარდამჭერი იყოს. შეუძლებელია, რეჟიმის შემოქმედი ადეიშვილი, მერაბიშვილი და სააკაშვილი ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე იყვნენ. მათ რაც არ უნდა ფული დახარჯონ ამ ფასიან ლობისტებში, ევროპაში იქნება თუ ოკეანის მიღმა, ქართველ ხალხს ვერ მოატყუებთ. მაინტერესებს, 570 ევროპარლამენტარი, რომლებიც შეცდომაში შეიყვანეს, რეზოლუციას უკან წაიღებენ თუ რეზოლუციას შეცვლიან. ახლა ხომ მიხვდნენ, რა სამარცხვინო აქტზე მოაწერინეს ხელი. კეზერაშვილი ქართველებს პოლიტდევნილად გამოგვიცხადეთ. თქვენს ამომრჩევლებს, მათ შორის იმ პენსიონრებს, რომლებსაც კეზერაშვილი ძარცვავს, ახლა თვალებში ჩახედეთ და აუხსენით, მაინც პოლიტდევნილი და მედიადევნილია კეზერაშვილიო. ალბათ არ გაგიჭირდებათ, კუბილიუსსა და ფოტიგას არ გაუჭირდებათ“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.