,,პუტინმა იცის, რომ გაბრაზებული ვარ”- დონალდ ტრამპი

14
spot_img

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინზე გაბრაზებულია და თუ უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმება არ იქნება მიღწეული, რუსულ ნავთობზე ტარიფებს დააწესებს.

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა „ენბისი ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

„მე ძალიან გავბრაზდი, როცა პუტინმა ზელენსკის სანდოობაზე და უკრაინის ახალ ხელმძღვანელობაზე დაიწყო საუბარი. პუტინმა იცის, რომ გაბრაზებული ვარ, მაგრამ მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და ბრაზი სწრაფად გაქრება, თუ ის სწორად მოიქცევა. მე და რუსეთი თუ ვერ მოვახერხებთ შეთანხმებას უკრაინაში სისხლისღვრის შეჩერებაზე და თუ ვიფიქრებ, რომ ეს რუსეთის ბრალი იყო, რომელიც შეიძლება, არ იყოს, მაგრამ თუ ვფიქრობ, რომ ეს რუსეთის ბრალი იყო, ნავთობზე მეორად ტარიფებს დავაწესებ, რუსეთიდან გამოსულ ყველა ნავთობზე. ეს იქნება ის, რომ თუ ნავთობს იყიდი რუსეთიდან, შეერთებულ შტატებში ბიზნესს ვერ აწარმოებ. ყველა ნავთობზე იქნება 25-პროცენტიანი ტარიფი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა